LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტი „მწვანე დღის წესრიგი“ – საქართველოს ნაბიჯი მდგრადობისა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ

203
პრო

სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტი (SEI)  საქართველოს მთავრობასთან და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „მწვანე დღის წესრიგის“ განხორციელებას იწყებს.

კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა და სასურსათო სისტემები, ცირკულარული ეკონომიკა, ნულოვანი გაფრქვევები – ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც 2026 წლის მარტის ჩათვლით მხარეები ერთობლივი ძალისხმევით იმუშავებენ.  პროექტის მთავარი შედეგი იქნება 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობაზე გადასვლის საქართველოს გზამკვლევის მომზადება. ეს იქნება სახელმძღვანელო, რომელიც საქართველოს ევროპული მწვანე შეთანხმების პრინციპებთან დაახლოებასა და ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების შესრულებაში დაეხმარება.

ასევე, პროექტის მიზანია, მოქალაქეების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება კლიმატნეიტრალურობის მნიშვნელობისა და „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ.

პროექტის გახსნით ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და საქართველოში პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ზვიად ბარქაიამ, ევროკომისარმა გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ვირჯინიუს სინკევიჩიუსმა, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა და შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ილესმა. მონაწილეებს ასევე მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g