LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროგრესი არის“ – კელი დეგნანის თქმით, საელჩო აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხზე აქტიურად მუშაობს 

135
Untitled design

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნაზე საელჩო აქტიურად მუშაობს.

დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი იქნება

კელი დეგნანმა ამის შესახებ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის საელჩო ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობებს და ცდილობს, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკული ბიზნესის წრეებთან დააკავშიროს:

„პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არის, ამაზე მუშაობა იყო. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის დროს ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა, სრულად მოდული შეიცვალა.

მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანიები, რომლებიც დაინტერესებული იქნებოდნენ და რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდნენ ამ მიმართულებით. კვლავ ვმუშაობთ.

ვისაც აშშ-ში აუფრენია, ყველა დაადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენა საკმაოდ კარგი იქნებოდა.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ჩვენ ვმუშაობთ ადმინისტრაციის ფარგლებში და განვაგრძობთ ღირებულების ხაზგასმას ამ საუბრებში, წამოწევას ამ თემის საქართველოს წარმომადგენლებთან ურთიერთობებში.

ეს საქართველოსთვის კარგია და, ბუნებრივია, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაქვთ, ბაზრის სრული გახსნა ხდება. ზოგჯერ ეს საქართველოსთვის სასარგებლოა, ზოგჯერ კი მეორე ქვეყნისთვის სასარგებლოა.

ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვის და ამერიკისთვის სასარგებლოა. ამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გარეშეც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკულ კომპანიებს შორის.

ამერიკის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს დააკავშიროს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ამერიკული ბიზნესის წრეებთან და გვაქვს კიდეც წარმატება. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ უფრო დიდ დაინტერესებას ამერიკის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით.

ვხედავთ ენერგოკომპანიებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, ლოჯისტიკური კომპანიები და სოფლის-მეურნეობის სპექტრში მომუშავე კომპანიები შემოდიან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს ბიზნესწრეებთან თანამშრომლობით. ყველაფერი მიმართულია, რომ გაიზარდოს და ეს ხელს უწყობს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში“, – თქვა კელი დეგნანმა.

დეგნანი: „პირადად არაფერს ვიღებ, რასაც ჩემ შესახებ ამბობენ, მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტ ემოციას იჩენენ.. სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g