LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი კრამონზე: ვერ მოითმინა და ისევ „ომის პარტიის“ ტექსტით ლაპარაკი დაიწყო

69
ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა. ქადაგიშვილის განცხადებით, კრამონმა „ვერ მოითმინა“ და „ომის პარტიის“ ტექსტებით დაიწყო საუბარი.

„ვერ მოითმინა ქალბატონმა ვიოლამ და ისევ იმ ტესტით დაიწყო საუბარი, რა ტექსტითაც სწორედ ეს რადიკალური ოპოზიცია, ომის პარტია ლაპარაკობს -კრემლი, საბჭოთა კავშირი. როდესაც არის კრიტიკა ობიექტური, ჩვენ სწორედ ამ ობიექტური კრიტიკის მიმღებები ვართ.

როდესაც კრიტიკა „ლობისტური“ ხასიათისაა და ემსახურება მათ შორის, ისეთი პოლიტიკური, რადიკალური მოძრაობების მხარდაჭერას, რომლის ნარატივი და მიზანია რევოლუციების მოწყობა და პოლიტიკური პარტიები, რომელსაც უამრავი კრიმინალი აქვს ჩადენილი, ასეთ შემთხვევაში, ასეთი პოლიტიკური პარტიების და მათი პოზიციის „ლობირება“, ჩვენგან ყოველთვის იქნება კრიტიკის საფუძველი“, – თქვა ქადაგიშვილმა.

ირაკლი კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონი „კრიმინალების მფარველობაში“ დაადანაშაულა. დღეს კრამონი კობახიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა: „ვის შეუძლია, ამათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა“.

უკრაინა, პრაქტიკულად, დაახლოებით 90-იან წლებს უბრუნდება: კობახიძე

უკუსვლა არის აღქმებში, “ნაციონალური მოძრაობა”, “კრამონები და ფოტიგები” არიან ანტიევროკავშირი – კობახიძე

თუ ევროკავშირსა და გვარამიას გავაიგივებთ, გამოდის, რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა… კობახიძე

ვიოლა ფონ კრამონი: “ვცდილობ რეაგირება არ მოვახდინო ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებზე, მაგრამ ახლა არჩევანი აღარ დამიტოვეს…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g