LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებისთვის, რომლებიც მარტოები გადაადგილდებიან, სპეციალური აპლიკაცია, „სახლამდე მიმაცილე“ შეიქნა

100
page

დიდ ბრიტანეთში შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ქალებს სეირნობის, ტაქსით სარგებლობისა ან მოგზაურობის როს GPS-კონტროლის სისტემაში ჩართვის საშუალებას აძლევს.

აპლიკაციაში Walk Me Home „სახლამდე მიმაცილე“ მომხმარებელმა  დანიშნულების ადგილის მისამართი უნდა შეიყვანოს, მოგზაურობის დაწყებისთანავე კი მოკლეტექსტური შეტყობინება გაგზავნოს, რის შემდეგაც ის მომხმარებლის გადაადგილების კონტროლს იწყებს.

თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და  ადამიანი მითითებულ ადგილას წინასწარ გამოთვლილ დროის განმავლობაში ვერ მოხვდება, აპლიკაცია ჯერ მის ახლო კონტაქტებს, შემდეგ კი პოლიციას იძახებს.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები