LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებმა 2023 წლის საუკეთესო ავტომობილი აირჩიეს

142
Kia

2023 წლის საუკეთესო ქალური ავტომობილის წოდებისთვის 6 მოდელი იბრძოლებს. პრეტენდენტები „წლის ქალური ავტომობილის“ ჟიურიმ შეარჩია, კონკურსის რომელიც 2009 წლიდან ტარდება. წლევანდელი პრემია რიგით მე-13 იქნება.

ჟიურის შემადგენლობაში 45 ქვეყნის წარმომადგენელი 63 ავტო ჟურნალისტი იყო და ლიდერები მათ მთელი რიგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიეს.

თითქმის ყველა კატეგორიაში გამარჯვებულები კროსოვერები გახდნენ. მაგალითად, საუკეთესო საქალაქო ავტომობილია Kia Niro, რომელიც ხელმისაწვდომია ჰიბრიდულ ვერსიაშიც და ელექტრონულშიც. ნომინაციაში „საოჯახო კროსოვერი“ ფავორიტი – Jeep Avenger  – ამერიკული ბრენდის პირველი ელექტროქარი იყო.

კატეგორიაში „დიდი ავტომობილი“ გამარჯვება Citroen C5 X-მა მოიპოვა, კატეგორიაში „დიდი კროსოვერი“ – Nissan X-Trail-მა, ხოლო წლის პიკაპად ჟიურიმ Ford Ranger დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები