LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებმა წლის საუკეთესო ავტომობილი აირჩიეს

106
Coches-ganadores-agrupados-1024x

Woman’s Worldwide Car-ის კონკურსის გამარჯვებულების სია ცნობილია. ტრადიციულად, კონკურსი ქალთა საერთაშორისო დღისთვის დასრულდა და 2025 წლის აბსოლუტურ გამარჯვებულად Hyundai Santa FE გამოცხადდა.

გამარჯვებისთვის სულ 81 პრეტენდენტი იბრძოდა და სხვადასხვა ნომინაციაში 6 ლიდერი დასახელდა. მაგალითად, საუკეთესო საქალაქო ავტომობილი Mini Cooper გახდა, საუკეთესო კომპაქტური კროსოვერი – ელექტრონული Kia EV3, Porsche Panamera კი გამორჩეული მახასიათებლებისთვის გამოარჩიეს.

„დიდი ავტომობილის“ კატეგორიაში მთავარი პრიზი Audi A6 e-tron-ს ხვდა წილად, ხოლო 4X4-ის კატეგორიაში Toyota Land Cruiser-მა გაიმარჯვა. ელექტროქარების განვითარების სფეროში სპეციალური პრიზი ჩინურმა კონცერნმა BYD-მაც მიიღო.

Hyundai-ს წლის საუკეთესო ავტომობილად არჩევა ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, რამეთუ პოპულარული კროსოვერის ახალმა დიზაინმა ყველა როდი მოხიბლა. ამასთან საინტერესოა, რომ აშშ-ს ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელს დეფექტი აღმოაჩნდა და ბრენდს ყველა გაყიდული ეგზემპლარის უკან გამოწვევა მოუწია, იმ დროისთვის საუბარი 13 ათასზე მეტ მოდელზე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები