LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალი კატა ფორმაშია“ – 54 წლის ჰოლი ბერი პიკანტურ საცურაო კოსტიუმში შეუდარებელია

581
safe-image

რამდენიმე დღის წინ, მსახიობ ჰოლი ბერის 54 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავმა „ინსტაგრამის“ საშუალებით ვიდეო გაავრცელა, სადაც ის სანაპიროზე ნებივრობს. მსახიობს საკმაოდ პიკანტური, შავი ფერის საცურაო კოსტიუმი აცვია, რომლის დიზაინიც საოცრად საინტერესო და ორიგინალურია. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„ქალი კატა ფორმაშია“, „წლებთან ერთად ლამაზდები“, „ჰოლიმ ასაკი დაამარცხა“ – წერენ კომენტარებში.

https://www.instagram.com/p/CD65NeMDKuA/

 

შეგახსენებთ, წინა კვირას, მსახიობმა 18 წლის შემდეგ „ჯეიმს ბონდის“ გოგონას ლუქი გაიმეორა, მან ნარინჯისფერი საცურაო კოსტიუმი მოირგო, მსგავსი იმისა, რაც ჰოლის საკულტო ფილმში, „ჯეიმს ბონდი“ ეცვა. სწორედ აღნიშნულ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა მიიპყრო მან აგენტი 007-ის ყურადღება.

ჰოლი ბერიმ 18 წლის შემდეგ „ჯეიმს ბონდის“ გოგონას ლუქი გაიმეორა

ვარსკვლავმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს გაახსენა, თუ როგორ გამოიყურებოდა ის 18 წლის წინ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები