მალაიზიაში მულმა რძალი ორი ქმრის ყოლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ გამოცემა The Thaiger წერს.
ეკინ დერაჰიმმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც რძალს მეორე ქორწინებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქალმა 2024 წლის ნოემბერში, საიდუმლოდ იქორწინა მეორედ და მას შემდეგ ორ ოჯახს შორის ცხოვრობდა. დერაჰიმის განცხადებით, რძლის მეორე ქმარი ტაილანდიდან გადავიდა კელანტანის შტატში და პირველი ოჯახიდან დაახლოებით 19 კილომეტრის დაშორებით დასახლდა. ქალი ყოველდღე მიდიოდა მეორე ქმართან, თუმცა ღამეს პირველ ქმართან ათევდა.
დერაჰიმმა მტკიცებულებად გამოაქვეყნა ქორწინების მოწმობა, რომელიც, მისი თქმით, რძლის ავტომობილში იპოვა. უფრო მეტიც, ქალი ამტკიცებს, რომ მისმა ძმამ მეუღლის ღალატის შესახებ იცოდა, თუმცა ცოლმა დაარწმუნა, რომ განქორწინებაზე უარი ეთქვა. დერაჰიმი კითხულობს, რატომ არ მიმართა რძალმა განქორწინებას, თუ სხვა მამაკაცი შეუყვარდა.

მისივე თქმით, მან უკვე შეიტანა განცხადება რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტში, თუმცა ორი კვირის განმავლობაში პასუხი არ მიუღია.
მულმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვიტა ეს ამბავი საჯაროდ გაეხმაურებინა, რათა რელიგიურმა ორგანოებმა საკითხი სათანადოდ გამოიძიონ. გარდა ამისა, ის იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი გამოხმაურება მის ძმას დაარწმუნებს, განქორწინდეს ცოლთან, რომელმაც უღალატა.