LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა განქორწინების აღსანიშნავად გამართულ წვეულებას უფრო მეტი ფული დაახარჯა, ვიდრე თავის დროზე ქორწილს

109
667c827340cf2af6e4f60c4f

ამერიკელმა ბლოგერმა განქორწინების აღსანიშნავად წვეულების მოწყობა გადაწყვიტა და იმაზე მეტი ფული დახარჯა, ვიდრე ქორწილის დროს. ამის შესახებ Business Insider წერს.

საბრიან ფილიპმა მომავალი მეუღლე 2017 წელს ბალიზე გაიცნო, მაშინ საბრიანი 23 წლის იყო, მისი მეორე ნახევარი 29 წლის. რამდენიმე წლის განმავლობაში მათ რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ შოტლანდიაში ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, 2020 წელს ბოიფრენდმა ქალს ხელი სთხოვა.

წყვილს ქორწილის გადახდა ბალიზე სურდა, თუმცა პანდემია დაიწყო და მათი გეგმებიც შეიცვალა. ქორწილი შედგა, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვების გამო დღესასწაულს ვერ დაესწრნენ ვერც მშობლები და ვერც მეგობრები.

ცოლ-ქმარს ქორწილის შემდეგ ურთიერთობა მალევე გაუფუჭდა. ისინი ფინანსური საკითხების გამო ბევრს კამათობდნენ და 2023 წლის ბოლოს საერთოდ განქორწინება გადაწყვიტეს.

ფილიპის აზრით, განქორწინება ეს არ არის ტრაგედია და თავისუფლების აღსანიშნავად გრანდიოზული წვეულება დაგეგმა.

ქალს ცხოვრების ახალი თავის დასაწყისი უნდა ეზეიმა. წვეულება იახტაზე გაიმართა და საბრიანმა დღის ბოლოს, კულმინაციის სახით – ზღვაში მოისროლა Cartier-ის საკმაოდ ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები