საიუველირო მაღაზიამ – Eliantte & Co, რომლის ძვირადღირებული სამკაულებით არაერთ არტისტს გაუბრწყინია, ,,ინსტაგრამზე” ქარდი ბისა და ოფსეტის ქალიშვილისთვის შექმენილი ბრილიანტის ყელსაბამი ,,გაამარიაჟა”.
სამკაული, რომელსაც ,,ნეტფლიქსის” ანიმაციური სერიალის Word Party პერსონაჟები ამშვენებს, ვარსკვლავურ წყვილს 100,000 დოლარი დაუჯდა.
იმ ფონზე, როცა ქალჩერ კიარი 10 ივლისს, 1 წლის ხდება, როგორც ჩანს, მშობლები მისთვის არაფერს იშურებენ და იუბილეს აღნიშვნას დროზე ადრე იწყებენ.
ქარდი ბიმ 10 თვის ქალიშვილს 80 ათასი დოლარის სამკაული უყიდა (ფოტო)
ქარდი ბის შემოსავლების ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, 25 წლის რეპერი ფუფუნების საგნების შეძენას აღარ ერიდება
ამას ადასტურებს ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებმა გოგონას 80 ათასი დოლარის ღირებულების სხვადასხვა ფერის ბრილიანტის სამკაული უყიდეს.