ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი სალანძღავი თემა ზელენსკია, ქოცურმა პროპაგანდამ საზოგადოება საოცარ დღეში ჩააგდო, – ამ განცხადებას ყოფილი დეპუტატი, გოგლა ჟვანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
გოგლა ჟვანიას თქმით, იმ დროს, როდესაც რუსეთი “სამხრეთ ოსეთის” საბოლოო მიერთებას აპირებს, ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი თემა ზელენსკის ლანძღვაა.
ჟვანია ეხმაურება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის იმ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს “სამხრეთ ოსეთის” რუსეთის ფედერაციაზე მიერთებას.
პოსტში, გოგლა ჟვანია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო პროპაგანდაში ქვეყანა მმართველმა გუნდმა, “ქოცურმა პროპაგანდამ” ჩააგდო.
“საოცარ დღეში ჩააგდო ქოცურმა პროპაგანდამ ჩვენი საზოგადოება!
რუსეთმა დღეს გამოაცხადა, რომ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” საბოლოო მიერთებას აპირებს!!! და ამ დროს ქართულ ინტერნეტსივრცეში მთავარი სალანძღავი თემა ზელენსკი და მისი საკადრო პოლიტიკა ყოფილა!!! ღმერთო შენ უშველე ამ ქვეყანას!!!” – წერს ჟვანია.