LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ მედიას პროფესიონალი ჟურნალისტი გამოაკლდა, მისმა გარდაცვალებამ ყველას გული დასწყვიტა“ – კახა კალაძე გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

150
გიორგი კობერიძე

თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტ გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩვენი გიორგი კობერიძე… მშვიდობით მეგობარო… “ – გარდაცვლილ ჟურნალისტს, გიორგი კობერიძეს ხუთშაბათს, 29 აგვისტოს დაკრძალავენ

კახა კალაძე გიორგი კობერიძის გარდაცვალების ფაქტს დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართულ მედიას პროფესიონალი ჟურნალისტი გამოაკლდა:

„მინდა სამძიმარი გამოვთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო. ქართულ მედიას პროფესიონალი ჟურნალისტი გამოაკლდა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ, გიორგის ახლობლებს, მეგობრებს.

გიორგი კობერიძე ქვეყანაში მიმდინარე არაერთი ფაქტის ამსახველი სიუჟეტის ავტორი იყო, ის აქტიურად აშუქებდა დედაქალაქში განსახორციელებელ პროექტებს, მიმდინარე სამუშაოებს.

მისმა გარდაცვალებამ ყველას გული დასწყვიტა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ძალიან გვიჭირს ამ ამბის გამოქვეყნება… გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა… იყო პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი“ – კოლეგები გიორგი კობერიძეს ემშვიდობებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები