LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია

114
ქართული ღვინო

2024 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 8.5%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე 90 250 ტონა ქართული ღვინო გავიდა, რითაც საქართველომ 261 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

თუ 1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი შარშან 2.87 დოლარი იყო, წელს მან ლიტრზე 2.89 დოლარს მიაღწია.

ქართული ღვინისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია, სადაც მიმდინარე წლის 11 თვეში 176.2 მილიონი აშშ დოლარის 64 595 ტონა ქართული ღვინო გაიყიდა.

ქართული ღვინისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ასევე იყო: პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, ჩინეთი, გერმანია, აშშ, ლატვია და ლიეტუვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g