ბაზრების დივერსიფიცირებისა და გაყიდვების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Le Pont Caucasien ორგანიზებით, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე წარდგა.
Les Festives Gourmandes, რომელიც ქალაქ შალონ-სიურ-სონში მე-19-ედ გაიმართა, კომპანიის Le Pont Caucasien ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა ილია კახოიძემ სტუმრებს 10 ქართველი მწარმოებლის ღვინოები გააცნო.
წელს ფესტივალს 100-მდე მონაწილე და 10 000-მდე სტუმარი ჰყავდა. ღონისძიებას ყოველწლიურად სომელიეები, ღვინის კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.