LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ინოვაციური აპარატი ერთის ნაცვლად, რამდენიმე სახეობის ღვინოს ჩამოასხამს

101

ღვინის მწარმოებელი კომპანია Good wine -ი, საკუთარი ინოვაციური აპარატის გაუმჯობესებას გეგმავს.  როგორ ”ფორტუნას” კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ოთარ ყურაშვილმა განუცხადა, აპარატი,  რომელიც უნიკალურია და მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ აქვს, კიდევ უფრო დაიხვეწება.

”თუ აქამდე ღვინოს ინოვაციური აპარატი მომხმარებელს მხოლოდ ერთი სახეობის ღვინოს,  ”სავინოს” სთავაზობდა, დაახლოებით ერთ თვეში უკვე რამდენიმე სახეობის ღვინის ჩამოსხმას შეძლებს”, – აღნიშნა ყურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  ღვინის აპარატი თბილისის ფარგლებს უკვე გაცდა და ის ბათუმში 6 ობიექტზე განთავსდა.

”რამდენიმე თვეა, რაც ღვინის აპარატი ექსპლუატაციაში შევიდა. ის, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია წარმოდგენილი – ჯამში 20 ობიექტზე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოეს პერიოდში ჩვენი აპარატით სარგებლობას უკვე ყაზბეგშიც შეძლებენ,” -განმარტა ყურაშვილმა.

ამასთან, Good wine-ის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს მეზობელ ქვეყნებთან –  უკრაინასთან, რუსეთთან და  ასევე, ევროპის ქვეყნებთან, სადაც შესაძლოა უახლოეს მომავალში ღვინის აპარატების ექსპორტი განხორციელდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები