LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ მშვიდობის თემით მოსახლეობის შანტაჟს ახდენს, ის გადასულია იმ შიშებით ზემოქმედებასა და შანტაჟზე, რაც არა ერთმა კონფლიქტმა მოგვიტანა“ – ბექა ლილუაშვილი მმართველ პარტიაზე

120
ბექა ლილუაშვილი

„ქართულ ოცნებას“ მშვიდობა რეალურად რომ აინტერესებდეს, ასეთი რადიკალური ნაბიჯებით არ დააპირისპირებდა საზოგადოებას ერთმანეთთან“ – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილები შეაფასა.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართული ოცნება“ მშვიდობის თემით მოსახლეობის შანტაჟს ახდენს.

მისივე განცხადებით, ტრადიციული ღირებულებების გადაფასებას ან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ვერავინ შეძლებს:

„ქართულ ოცნებას“ მშვიდობა რეალურად რომ აინტერესებდეს, ასეთი რადიკალური ნაბიჯებით არ დააპირისპირებდა საზოგადოებას ერთმანეთთან – პირიქით, ხელს შეუწყობდა დეპოლარიზაციას და არა დაპირისპირებას გაღვივებას. მშვიდობა უნივერსალური ფასეულობაა – განსაკუთრებით ქართველებისთვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ „ქართული ოცნება“ ამ თემით მოსახლეობის შანტაჟს ახდენს. ის გადასულია იმ შიშებით ზემოქმედებასა და შანტაჟზე, რაც არა ერთმა კონფლიქტმა მოგვიტანა. რაც შეეხება ტრადიციულ ღირებულებებს, ტრადიციული ღირებულებების დაცვა საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ ეკლესიას არავისგან, მითუმეტეს, „ქართული ოცნების“ მესვეურებისგან არ ესწავლება. საქართველომ საკუთარი ისტორიის განმავლობაში ყველაფერ ამის დაცვა და შენახვა მოახერხა და ტრადიციული ღირებულებების გადაფასებას ან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ვერავინ შეძლებს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g