LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნებიდან“ ადამიანები საკუთარ ოჯახის წევრებს იყენებენ ქუჩაში ძალადობრივი აქტების მოსაწყობად, ეს არის მათი სახე“ – „ძლიერი საქართველო“ მოითხოვს ქარელში, მათ ლიდერებზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიებას „პოლიტიკური ნიშნით ძალადობის კვალიფიკაცია“ მიეცეს

142
ირაკლი კუპრაძე

„კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, რომ ქარელში, მათ ლიდერებზე მომხდარ თავდასხმაზე დაწყებულ გამოძიებას „პოლიტიკური ნიშნით ძალადობის კვალიფიკაცია“ მიეცეს“ – აღნიშნული განცხადება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

კუპრაძის განმარტებით, ქარელში „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის ლიდერებს, თავს მაშინ დაესხნენ როდესაც საარჩევნო კამპანია ტარდებოდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, „თავდასხმაში მონაწილეობდნენ ვლადიმერ სულაქველიძის, ქარელის მერის მოადგილის ოჯახის წევრები და „ქართული ოცნების“ „ზონდერი“, ვინმე ვახო მღებრიშვილი“:

„თავდასხმაში მონაწილეობდნენ ვლადიმერ სულაქველიძის, ქარელის მერის მოადგილის ოჯახის წევრები და „ქართული ოცნების“ „ზონდერი“, ვინმე ვახო მღებრიშვილი. „ქართული ოცნებიდან“ ადამიანები საკუთარ ოჯახის წევრებს იყენებენ ქუჩაში ძალადობრივი აქტების მოსაწყობად. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე.

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ცდილობს, ეს ქვეყანა და წინასაარჩევნო კამპანია დაამსგავსოს რუსეთს, რუსულ ჭაობს, რუსული დაპირისპირების სტილის მქონე სახელმწიფოს, რასაც საქართველოს მოქალაქეები ჩვენ არ დავუშვებთ. გამოძიება უკვე დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას ითვალისწინებს.

ჩვენი მოთხოვნაა, რომელიც უპირობოდ უნდა დაკმაყოფილდეს, პოლიტიკური ნიშნით ძალადობის კვალიფიკაცია მიეცეს ამ ფაქტს. „ქართული ოცნება“ ემსახურება კრემლის და რუსეთის ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს.

მაშინ, როდესაც კოალიცია „ძლიერი საქართველო“ 9 ნომრით ქალაქ-ქალაქ დავდივართ და ვსაუბრობთ 1000 ლარიან პენსიაზე, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნაზე, მეგა პროექტების განხორციელებაზე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე, ქართული ოცნება“ საუბრობს ტერორზე, აკრძალვაზე.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აწყობს ძალადობრივ თავდასხმებს პროდასავლურ ოპოზიციაზე, ამ შემთხვევაში, კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვუპასუხებთ ნებისმიერ მსგავს ძალადობრივ ფაქტს, რომელიც რეაგირების გარეშე არ დარჩება და თითოეული დამნაშავე, ეს იქნება ვლადიმერ სულაქველიძე, ვახო მღებრიშვილი, თუ სხვები, ყველა პასუხისგებაში იქნება მიცემული“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

magti 5g