ხვალ, 17 თებერვალს, პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე პირის მოსმენას გეგმავს – კომისიის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი 2003-2012 წლების განმავლობაში მომხდარ კანონდარღვევებზე წარმოებული საერთაშორისო დავებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრებს.
კომისიის სხდომაზე მიწვეულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც 2003-2012 წლებში გამართული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოუსმენენ.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, მდივანი კი სოზარ სუბარი იქნება
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს დაეთმობა.
გარდა ამისა, დაგეგმილია გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მოსმენა 2003-2012 წლებში მართლმსაჯულების სისტემაში დაშვებული ხარვეზების თაობაზე ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.
17 თებერვალს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მივა, რომელიც 2003-2012 წლების პერიოდში მომხდარ კანონდარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრებს.