LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ხვდება

219
შალვა მაისურაძე

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა მაისურაძე, რაიონის მოსახლეობას ხვდება.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ამომრჩევლებთან შეხვედრა ამჯერად ნოზაძის ქუჩასა და ცოტნე დადიანის მე-2 მ.რ. N2 კორპუსის მიმდებარედ გაიმართა.

„ყოველდღიურად ვხვდებით ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას. საარჩევნო კამპანია არ არის მხოლოდ კამპანია, მსგავსი შეხვედრებით ჩვენ თითოეული მოქალაქის საჭიროებებს ვისმენთ. ვცდილობთ, მათთვის პრობლემური საკითხები გადავჭრათ და ვუშუამდგომლოთ შესაბამის სამსახურებთან. ადგილობრივი მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში“, – განაცხადა შალვა მაისურაძემ.

ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრას მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g