LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ ოფისთან თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

72
აქცია ოცნების ოფისთან

„ქართული ოცნების“ ოფისთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები, ენმ-ს ბათუმის ახლად არჩეული დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ, პოლიტიკურ ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობენ და ამ პროცესში სწორედ რიჟვაძის ჩართულობაზე მიუთითებენ.

ნუგზარ ფუტკარაძის სატელეფონო ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გაავრცელა, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გარდა, ამ საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის ინტერესებზეც მიუთითებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში მათი წევრის გარდაცვალებას დეპუტატზე ზეწოლას უკავშირებს

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქტივისტებს ხმის გამაძლიერებლის მიტანის საშუალება არ მისცა, რასაც შეკამათებაც მოჰყვა.

ცნობისთვის, მათ თანაგუნდელზე ზეწოლის შესახებ განცხადება ენმ-მ 5 ნოემბერსაც გააკეთა. ბრიფინგს თავად ნუგზარ ფუტკარაძეც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ენმ მისი წევრის გარდაცვალებას ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირებს.

თორნიკე რიჟვაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას

mazda magti 5g