LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული საფეიქრო ნაწარმი საზღვრებს გარეთ გავა: ქართული სამოსი ვენეციაში გაიყიდება

393

იტალიურ ბაზარზე გასასვლელად საკუთარ კოლექციას ახალგაზრდა დიზაინერი, მარიამ გვასალია ამზადებს. გვასალიას ”გაზაფული-ზაფხული 2017” წლის კოლექცია ქართულ ფაბრიკა – „ჯეო-ემ-ტექსში“ იკერება. არსებული ინფორმაციით, ქართული საფეიქრო ნაწარმი ვენეციაში, მაღაზია ”ალდუკადაოსტაში” გაიყიდება.

ცნობისთვის, მარიამ გვასალიას ნამუშევრებით უცხოეთიდან მოწვეული ჟურნალისტები და მყიდველები, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ თბილისის მოდის კვირეულზე დაინტერესდნენ.
როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ქართული საფეიქრო ნაწარმით მოდის ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენელების დაინტერესება სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ კომპანიაში „ჯეო-ემ-ტექსში“ გამართული ჩვენების შედეგად მოხდა.

”ხსენებული საწარმო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს და საფეიქრო ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიაა, რომელიც ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისათვის ყველა სათანადო რესურსს ფლობს და როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის საწარმოო ხაზს აერთიანებს. კომპანიას, თანამედროვე სტანდარტების საწარმოში, უკვე შეძენილი აქვს მაღალი ხარისხის საკერავი და საქსოვი მანქანები და თანამშრომლობს წამყვან ევროპულ კომპანიებთან, მათ შორის „მონკლერთან“.

სწორედ ზემოთ აღნიშნული ტიპის საწარმოებისა და საფეიქრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის მეწარმეობის განვითარების სააგენტო რეგულარულად უჭერს მხარს მოდის კვირეულებს, უზრუნველყოფს მყიდველებისა თუ ჟურნალისტების ჩამოყვანას, მათ ადგილობრივ დიზაინერებთან დაკავშირებასა და კონტაქტების დამყარებაში ხელშეწყობას. ეს ყოველივე კი საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას ემსახურება”, – აცხადებენ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g