LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული თამაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული კონკურსის გამარჯვებულია

220

GameLab Iliauni-ში შექმნილი პირველი ქართული VR ჟანრის ინოვაციური Warlock VR  თამაში, თამაშების სფეროში მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული კონკურსის – Leap Motion 3D Jam 2.0 -გამარჯვებულია.

როგორც ”ფორტუნას” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონკურსში მთელი მსოფლიოდან 200 თამაში იყო წარდგენილი. მათგან საუკეთესო 11 თამაში შეირჩა, ხოლო ქართული Warlock VR საუკეთესოთა შორის მეორე ადგილზე გავიდა.

Warlock VR პირველი ქართული VR ჟანრის თამაშია, რომელშიც საშუალება გაქვთ, გახდეთ ჯადოქარი. იგი ჯერჯერობით ბეტარეჟიმშია, ანუ თამაშის დასრულებული ვერსია არ არსებობს. თამაშის შემქმნელი კი  დეველოპერთა გუნდი – StormBringer Studios-ა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები