LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულის ღვინის მწარმოებელი კომპანიები სეულში ღვინის და  ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

150
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ქალაქ სეულში, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.

ქართველი მწარმოებლები, გამოფენის ფარგლებში, ღვინის კორეელ იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან შეხვედრებს გამართავენ, რაც სამხრეთ კორეის და, ზოგადად, აზიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი საფუძველია.

Seoul International Wine & Spirits Expo აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა. შეგახსენებთ, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს სწორედ აღნიშნულ გამოფენაზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კორეის სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტისა და კორეის ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებლის ჩან ჯუნ პარკის (Chan Jun Park) ორგანიზებით, წლევანდელი გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

კორეის რესპუბლიკა, როგორც მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, აზიის რეგიონში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით არაერთი მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g