ქართველები ევროპას საკუთარ სახლად მიიჩნევენ, ჩვენ მათ იმედი უნდა მივცეთ, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა Twitter-ზე წერს და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს.
„ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად მიიჩნევს. ჩვენ მათ იმედი უნდა მივცეთ. დროა, გააქტიურდეს მუშაობა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რომ საქართველომ არ გამოტოვოს ეს ისტორიული შესაძლებლობა“, – წერს რობერტა მეცოლა.
მან საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში დღეს სიტყვით გამოვიდა.
People of Georgia see Europe as their home & we must give them hope.
It is time to work harder to create right conditions for candidate status & Georgia not to miss this historic opportunity.
Thank you President @Zourabichvili_S for your belief in Georgia's European call 🇪🇺🇬🇪 pic.twitter.com/q3jF4AHxWO
— Roberta Metsola (@EP_President) May 31, 2023