LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი გოგონა კემბრიჯის უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დაზვერვის შემსწავლელ პროგრამაზე ისწავლის – ხარჯებს ბრიტანული მხარე დაფარავს

538
279749309_2254186618077435_8582861275335656825_n

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, ელენე ჯანაძე სწავლას კემბრიჯში გააგრძელებს. ინფორმაციას თავად თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელენე კემბრიჯის უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დაზვერვის შემსწავლელ ერთთვიან პროგრამაზე ისწავლის. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებსა და დამწყებ პროფესიონალებს უკეთ გააცნოს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები.

გაიცანით ხატია გრემელაშვილი, რომელიც მუშაობას FOX Entertainment-ში იწყებს: ქართველ ახალგაზრდას შემოთავაზება Amazon-დანაც ჰქონდა

„ელენემ კემბრიჯის უსაფრთხოების სკოლისა და კინგსის კოლეჯის ერთობლივი დაფინანსება მოიპოვა და მისი სწავლის ხარჯებს ბრიტანული მხარე სრულად დააფინანსებს“,– ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის განცხადებაში.

ქართველ სტუდენტს აშშ ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე სწავლას სრულად დაუფინანსებს და სტიპენდიასაც დაუნიშნავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g