LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი ხალხის მიმართ სწორი არ იყო და არ არის ის პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს აქვთ ვიზებთან მიმართებით… რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, მეცოდებიან, რადგან არ იციან, რაში შეტოპეს“ – იაგო ხვიჩია

140
იაგო ხვიჩია

„ქართველ ხალხს ამერიკაში მექსიკიდან სიარული არ უნდა უწევდეს“ – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ სწორი არ იყო და არ არის ის პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს ვიზებთან მიმართებაში აქვთ ქართველი ხალხის მიმართ.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა უმრავლესობის დეპუტატებზეც და თქვა, რომ მას ისინი ეცოდება, რადგან „წითელ ხაზებს კვეთენ“

„ქართველ ხალხს ამერიკაში მექსიკიდან სიარული არ უნდა უწევდეს. შეიძლება, ქართველ პოლიტიკოსებს მექსიკიდან შესასვლელადაც არაფერი შველოდეთ, მაგრამ ქართველი ხალხის მიმართ სწორი არ იყო და არ არის ის პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს აქვთ ვიზებთან მიმართებაში.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, მეცოდებიან, რადგან არ იციან, რაში შეტოპეს. წითელ ხაზებს „ქოცები“ კვეთენ და, სამწუხაროდ, ამერიკიდან პასუხი კიდევ იქნება“ – განუცხადა იაგო ხვიჩიამ „პირველ არხს.“

„ქალბატონმა რობინ დანიგანმა ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა… ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა“ – „ხალხის ძალა“ დანიგანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g