LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მასწავლებლის ემოციური მიმართვა: „თუ გინდა, სულ აღარასოდეს დავიძინებ, ღმერთო, ოღონდ ისინი ისევ სახლებში დააბრუნონ ლიფტებმა…“

370
SHORENAafciauri

მასწავლებელი შორენა აფციაური სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„მე და ჩემს მეზობელს თითო შვილი გვყავს. და ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიძინებთ, როცა ისინი შინ ბრუნდებიან. ღამით, ლიფტი რომ გაჩერდება ჩვენს სართულზე, ან ნიკაა, ან თინა. კარის საკეტის ხმა და „გენაცვალოს დედა” ჩვენი ღამის საუნდტრეკია…

ახლა ორივე სახლშია, ნიკას კარის ხმაც იყო უკვე. ჩვენ კი მაინც ვერ დავიძინებთ, რადგან ჩვენ ბევრი შვილი გვყავს და ისინი ახლა სარდაფებში იმალებიან… თუ გინდა, სულ აღარასოდეს დავიძინებ, ღმერთო, ოღონდ ისინი ისევ სახლებში დააბრუნონ ლიფტებმა.

გენაცვალოთ დედა…

თქვენ მოგიკვდით მე…“

mazda magti 5g