LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მაშველებმა თურქეთში კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს

187
Untitled design (3)

თურქეთში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გადაარჩინეს.

ვიდეო: ქართველი მაშველები ნანგრევებიდან ადამიანის ამოყვანას ცდილობენ, რომელიც 64 საათია გაჭედილია

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

გასულ ღამეს, თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, ქართველმა მაშველებმა თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი უკვე მეორე ადამიანი გადაარჩინეს. თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში 100 ქართველი მაშველია ჩართული.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა.

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

საქართველოს რამდენი მოქალაქე რჩება ნანგრევებში – თურქეთში საქართველოს ელჩის უახლესი მონაცემები

„გულაჩუყებული და ამაყი ვარ ჩემი ხალხით…ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად“ – საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი

თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

„10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხს გარეთ სძინავს“ – რას აცხადებენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

 

 

ფოტოები სლაიდზე: ირაკლი გედენიძე
mazda magti 5g