LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

458
მიხეილ ლომთაძე

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“ – განაცხადა ლომთაძემ კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში.

ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე მიმდინარე წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის აქციების 22.6%-ს ფლობს, Forbes-ის შეფასებით, ის საქართველოს უმდიდრესი ადამიანია. ამერიკული გამოცემის ცნობით, მისი ქონება მოცემული დროისთვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g