ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა ავსტრიის საერთაშორისო კონკურსის BECHSTEIN-BRUCKNER-ის პირველი პრემია მოიპოვა. ინფორმაციას კონცეპტArt ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
“გილოცავთ! ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა ავსტრიის საერთაშორისო კონკურსის BECHSTEIN-BRUCKNER-ის პირველი პრემია მოიპოვა!
აგრეთვე, სპეციალური პრიზები მოცარტის სონატისა და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის.
17 ივნისს ირმა გიგანი Brucknerhaus-ში სოლო კონცერტს გამართავს!”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
შვილის წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი.
“მეგობრებო ბედნიერი ვარ! ჩემი ირმა გიგანი ავსტრიის ბეხშტეინ-ბრუკნერის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის და ყველა სპეცპრიზის გამარჯვებული გახდა. გილოცავ დე”-წერს თაკო ჩარკვიანი.