LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა პოეტმა ხვიჩა კვარაცხელიას ლექსი მიუძღვნა: „ხომ  ნაპოლის  ტრიბუნები  აგუგუნე – ,,კვარა“, ,,კვარა“, ერთი ნახვით, მიკვირს ხალხმა, ასე  როგორ  შეგიყვარა?“

534
ხვიჩა

სოციალურ ქსელში პოპულარულია ლექსი, რომელიც ერთ-ერთი თამაშის შემდეგ ბათუმელმა პოეტმა, მიხეილ გელაძემ, ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა:

ხვიჩა  კვარაცხელიას

(,,მონცასთან“   თამაშის  შემდეგ)

ხვიჩა  ბიჭო,  ქვეყნის თვალო, ,,საქართველოს მარგალიტო“,

ცად  ვარსკვლავად  მოკიაფევ,  ვაჟკაცობის მაგალითო,

ხომ  ნაპოლის  ტრიბუნები  აგუგუნე  –  ,,კვარა“, ,,კვარა“,

ერთი ნახვით, მიკვირს  ხალხმა,  ასე  როგორ  შეგიყვარა?!

მთელ  მსოფლიოს  გააცანი  მცირე  ერის  დიდი  ფასი,

სად არს ჩვენი საქართველო, რითი არის  ის ძვირფასი,

მართლაც  ,,კაი ყმად“  გაგვიზრდიხარ – ფეხმარდი, ფეხჯადოქარი,

ვშიშობთ, შურით არ გაგთვალონ,  ქარიშხლად  ნაბობოქარი.

ვხედავთ, როგორ ხარობს შენით, შენი მწვრთნელი – ბრგე  სპალეტი,

გაკვირვებას  ვეღარ  მალავს  ბრაზილია,  ესპანეთი,

შენ უსასო  ემიგრანტებს  შემოავლე  გალავანი,

მთელ  მსოფლიოს დაუმტკიცე,  ყოფილხარ რა ფალავანი.

ხვიჩა  ჩვენო,  კვლავ მხნედ  ფრენა, არწივობა  გვინდა  შენი,

არ დაიჭრა, არ დავარდე – მინდორს  მეფე,  წმინდა, მშვენი,

ყველას ისევ  უხაროდეს, პირს  ეკეროს ,,კვარა“, ,,კვარა“,

შენს  გოლებს ვეღარ ითვლიდნენ, დაგძახოდნენ – კმარა, კმარა!

კვლავაც  წინსვლა გვინდა შენი, კვლავ ხალხის  აგუგუნება,

გაუმთელდეს ქართველს გული, გამოუკეთდეს გუნება,

გვინდა შენთვის  მოიჭედოს ,,ოქროს ლომი“, ,,ოქროს თასი“,

დე, ახსოვდეს მთელ მსოფლიოს საქართველო,  შენი ფასი!

ხვიჩა ბიჭო, ქვეყნის თვალო, ,,საქართველოს მარგალიტო“,

,,ამომავალო ვარსკვალავო“, ვაჟკაცობის მაგალითო,

იტალიამ  თუ იქუხა  მეტსახელით – ,,კვარა“, ,,კვარა“,

საქართველომ  გულს  ჩაგიკრა,  ასჯერ  მეტად  შეგიყვარა!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g