ქაშუეთის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელშია ეს ქალი, ია ჰქვია. სახლი არ მაქვს და ღამეს გარეთ ვათენებო.
გაიყინება. რით უნდა დავეხმაროთ?, – აღნიშნულის შესახებ ცნობილი ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დავრეკე მერიის ცხელ ხაზზე, მომცეს ლილოს თავშესაფრის ნომერი. დავრეკე, მე ვერ წამოვიყვანო. დავრეკე 112-ში, პატრული მოვაო”, – წერს კომენტარში ფოტოგრაფი.
როგორც შემდეგ გოგა ჩანადირი აღნიშნავს, პატრული მოვიდა, თუმცა ქალმა გადაყვანაზე უარი განაცხადა.
“პატრული იყო. ქალმა გადაყვანაზე უარი თქვა. ვშიშობ, არ გაიყინოს. ჩემმა მეგობარმა თბილი შარფი მისცა, თავი მაინც რომ დაცული ჰქონდეს. არ ვიცი, ასეთ დროს რა არის გამოსავალი. კახეთიდან ყოფილა. იქაც არავინ ჰყოლია”, – წერს ჩანადირი.

„ერთი შვილი ჰყავდა და ისიც გარდაეცვალა, ამ ქალს გარეთ ვერ დავტოვებთ, აუცილებლად გაიყინება რომელიმე ღამეს“ – აკა სინჯიკაშვილი მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს
„გურიის სოფელ შრომის კლუბი ერთ-ერთი შთამბეჭდავია საქართველოში – აღდგენა 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა, მაგრამ ხილულად ჯერ საქმე წინ არ წასულა.. იმედია, წელს დაიწყება, უმძიმეს მდგომარეობაშია“: გოგა ჩანადირი
გოგა ჩანადირი: „ვხედავ, როგორი თვითკმაყოფილებით აივსო ნაწილი იმის გამო, რომ სააკაშვილის დამცირებაზე გათვლილი კადრები გაასაჯაროვეს, ვხედავ რევანშიზმით დამუხტულ ადამიანებს, რომლებიც ტკბებიან – არ შეიძლება მეგობრებო“
„ევროპაში სამუშაოდ წასულმა რამდენიმე თანამემამულემ 900 ლარი შეაგროვა.. შეჭირვებულებს დაეხმარეო.. ახალ წელს ამ გულიანი ადამიანების წყალობით, 4 ოჯახი გახარებული შეხვდება“ – გოგა ჩანადირი