ქედაში, სოფელ აგარაში ავტომანქანა გზიდან მდინარეში გადავარდა. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც რეანიმობილით ბათუმში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ აგარას საჯაროს სკოლის პედაგოგი იყო.
მეზობლების თქმით, ის სახლიდან სკოლაში მიდიოდა.
მათივე ინფორმაციით, მას გზაში შველი შეხვდა და შეჯახების აცილების მცდელობის დროს მანქანა ხევში 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.
როგორც „ფორტუნას “ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 – ე მუხლით მიმდინარეობს.