LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ხუციშვილისა და გიორგი სუხიტაშვილის „ვოლარემ“ სოცქსელი ააფეთქა!.. (ვიდეო)

864

გიორგი სუხიტაშვილისა და ქეთი ხუციშვილის მიერ შესრულებულმა „ვოლარემ“ „ჩემი ცოლის დაქალებში“, სოცქსელი ააფეთქა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გიორგი სუხიტაშვილი რომ კარგად იმღერებდა, რა თქმა უნდა, ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ მაყურებელი გაკვირვებულია მსახიობ ქეთი ხუციშვილის (ლუნა) ნიჭიერებით, რომელმაც სიმღერა თავად შეასრულა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ვიდეო გააზიარა და დააწერა: „ბატონო? ეს ალმოდოვარის ქალი ყოფილა, ნამდვილი. არ მითხრა ახლა, რომ თვითონ მღერის, არ გამომა@@@ვო საბოლოოდ…“, რაზეც სერიალის სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა უპასუხა, რომ მსახიობი თავად მღერის.

ერთ-ერთი „ფეისბუქ“-მომხმარებელი კი წერს, რომ ქეთის ნიჭიერების შესახებ მისი დის სოცქსელიდან უკვე დიდი ხანია, იციან: „ცეკვა, სიმღერა, სამსახიობო ნიჭი, ხმა… ორი წელია, მისი დის გვერდის წყალობით ყველა ამ სპექტრში ვიცნობთ 🙂 <3 ნიჭის და ქარიზმის ყუმბარაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები