LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქინქლაძემ მანჩესტერში ღვინის ბარი გახსნა

289
man-city-georgi-kinkladze-manchester-wine-bar-didsbury-pep-guardiola-763407

გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ღვინის ბარით დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც „ქინქიმ“ ბუცები ლურსმანზე გადაკიდა, ღვინის მიმართ დიდი ინტერესი გაუჩნდა და რამდენიმე ვენახსაც ფლობს. თავისმა გატაცებამ, რომელიც ქართულ ტრადიციას უკავშირდება, ქართველი ლეგენდა დისბერიში დააბრუნა და იქ ახალ ბარს ხსნის, სახელად „Kinky’s” – „ქინქის“.

45 წლის ქინქლაძე დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ანუ 2006 წლიდან საქართველოში გადაბარგდა, თუმცა მანჩესტერთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. ახალი პროექტით ის ბრიტანეთში დაბრუნებას გეგმავს.

„ქართული ღვინო მსოფლიოში საუკეთესოა. მე არ შემიძლია მისი ზუსტად დახასიათება, ერთი სული მაქვს როდის გასინჯავს მას ხალხი. ასევე იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ბრიტანეთს ჩემს ოჯახთან ერთად დავუბრუნდები.“

როგორც ქინქლაძის დიდი ხნის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი პოლ ეშბი აცხადებს: „ძალიან მაგარია, ამდენი ხანია გიოს ვიცნობ და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მას ღვინო ასე აინტერესებდა და საქართველო რომ ღვინის ერთ-ერთი სამშობლო იყო. როდესაც მან თავისი იდეის შესახებ გვითხრა, ყველას ძალიან გაგვიხარდა. ჩვენ მაგარი გუნდი ვართ და ერთი სული გვაქვს დავიწყოთ.“

გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტიში“ თბილისის „დინამოდან“ 1995 წელს გადავიდა, სამი წელი ითამაშა და ამ გუნდის ლეგენდად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები