LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქრონიკული დაღლილობა ყველას აწუხებს…“ – არუნ ხათრი მიზეზებს და 5 მარტივ გამოსავალს ასახელებს

381
არუნ ხათრის მორიგი რეკომენდაცია

თანამედროვე სამყაროში ქრონიკული დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა სულ უფრო მეტი ადამიანის პრობლემა ხდება. ამ თემაზე ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს და განმარტავს იმ ფარულ მიზეზებს, რომლებიც მისი თქმით, ჩვენს ორგანიზმში დისბალანსს იწვევს.

როგორც ხალხური მედიცინის სპეციალისტი ამბობს, ენერგიის კარგვისა და მუდმივი დაღლილობის განცდის მიღმა რამდენიმე ძირითადი ფაქტორი დგას, რომელთა მოწესრიგებაც მკვეთრად ცვლის ცხოვრების ხარისხს. არუნ ხათრი პირველ მიზეზად კუჭის დაბალ მჟავიანობასა და ძილის რეჟიმის დარღვევას ასახელებს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საკვები პროდუქტების ხარისხზეც. მისივე თქმით, თანამედროვე სოფლის მეურნეობაში არაბუნებრივი სასუქების ჭარბი გამოყენების გამო ნიადაგი გაღარიბდა, რის გამოც პროდუქტები ვეღარ ინარჩუნებენ საჭირო მინერალებს. არუნ ხათრის თქმით, ამას ემატება ნაკლები ფიზიკური აქტივობა.

ხალხური მედიცინის სპეციალისტი გვირჩევს, ექვს თვეში ერთხელ ჩავიტაროთ სისხლისა და ორგანიზმის საერთო ლაბორატორიული ანალიზი, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს:

1. კუჭის მჟავიანობის დარეგულირება – თუ ადამიანს არ აწუხებს კუჭის წყლული, ანთებითი პროცესები ან ნაწლავური პრობლემები, არუნ ხათრი საუკეთესო ბუნებრივ საშუალებად ვაშლის ძმარს ასახელებს.

2. რეკომენდებულია ეკოლოგიურად სუფთა, სოფლად მოყვანილი ხილ-ბოსტნეულის მიღება, რომელიც ქიმიური დანამატების გარეშეა მოყვანილი და მდიდარია აუცილებელი მინერალებით.

3. სწორი სუნთქვა – უჯრედების ჟანგბადით მომარაგება. არუნ ხათრი აღნიშნავს, რომ ადამიანების 90% არასწორად სუნთქავს. უჯრედების აღდგენისა და ენერგიისთვის აუცილებელია ღრმა სუნთქვის პრაქტიკა.

4. აქტივობა კვების შემდეგ – დაღლილობის დასაძლევად ერთ-ერთი საუკეთესო ჩვევა ჭამის შემდეგ 20-წუთიანი ფეხით სეირნობაა.

5. რაფინირებული ფქვილის ამოღება რაციონიდან – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის ბოლო კვებიდან რაფინირებული ფქვილისგან დამზადებული ცომეულის სრული გამორიცხვა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები