გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი, 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ამოყირავდა.
თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მოტოციკლის მძღოლის საშველად მიემართებოდა.
მძღოლის დასახმარებლად გზაზე გადასულ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მოტოციკლის მძღოლი კლინიკაში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მეორე დაშავებულს კი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. „ფორტუნა“ დეტალებს შსს-ში არკვევს.
