გიორგი გახარიას თქმით, საქართველომ უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება პირდაპირ იყოს დაერთებული საერთაშორისო და პირველ რიგში ევროპული უმაღლესი განათლების სისტემას.
„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, კერძო ინვესტიციების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმალურად მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.
მისივე შეფასებით, გლობალური კონკურენციის პირობებში, აუცილებელი მომავალი თაობა აღვჭურვოთ ისეთი ცოდნით, რომლითაც ისინი შეძლებენ, კონკურენცია გაუწიონ ადამიანებს საერთაშორისო, გლობალურ ბაზრებზე და იყვნენ წარმატებულები.