ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მახლობლად, გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ავარიას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა.
“საქმეში მხოლოდ ერთი ავტომობილი ფიგურირებს. გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავშვი, ხოლო დაშავებულია ერთი ადამიანი. საქმეზე გამოძიება დაიწყო”, – განაცხადეს შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.