7 დეკემბერს, ქუთაისში, სასტუმროში „რჩეული პალასი“ (გრიგოლ ხანძთელის ქ. 21), 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, დასავლური ღვინის ყოველწლიური ფესტივალი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ჩატარდება.
ფესტივალის სტუმრები შეძლებენ:
- გაიცნონ ახალი მცირე საოჯახო მარნები და მათი ისტორიები;
- დააგემოვნონ და შეიძინონ დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები, რომლებიც წინასწარ იქნება დეგუსტაციით შერჩეული;
- დატკბნენ სასიამოვნო მუსიკით და ღვინოსთან შესაფერისი გემრიელი მისადევნებლებით.
