LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, ძლიერმა ქარმა შენობები დააზიანა

1543577168-ქუთაისი5

ქუთაისში კადეტთა ლიცეუმს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად, დაზიანებულია ყაზარმული ნაწილი, სადაც სამხედროების საძინებლებია განთავსებული. მოგლეჯილმა სახურავმა ეზოში მდგარი ორი ავტომობილიც დააზიანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე შენობა დააზიანა, ჩამოგლიჯა ბანერები და მოთხარა ხეები.

ამ დროისთვის 112-ში ქუთაისიდან 50-მდე შეტყობინებაა შესული.

პოპულალურები