პროფესორი, თერაპევტი მაკა ბულეიშვილი „დღის პოსტთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ გულის და კუჭის ტკივილი და ასევე რა არის ინფარქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი:
„კარდიოლოგიურ ტკივილს ახასიათებს ცენტრალურ გულმკერდის არეში ტკივილი, მხრების მწვავე ტკივილი, ქოშინი, გულისრევა… კუჭის არეში ტკივილი, ბოყინი, გულისრევა შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტი იყოს. გულის არეში ხანჯლის ჩარტყმის შეგრძნება შეიძლება პანკრეასის ბრალი იყოს, შეიძლება ხერხემალმაც გამოიწვიოს. ქვედა ყბის და კბილების ტკივილი მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია“, აღნიშნავს ექიმი.
