LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქველმოქმედება გრძელდება: “ქალაქში მანქანით მოძრაობის უფლება მოგვცეს, ვაგრძელებთ საჭმელის დარიგებას” – აკა სინჯიკაშვილი

300
BeFunky-collage (14)

ქველმოქმედ აკა სინჯიკაშვილს ქალაქში მანქანით გადაადგილების უფლება მისცეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

სინჯიკაშვილი აღნიშნავს, რომ პირველ მისამართზე ახლახანს იყვნენ.

“ძააააალიან დიდი მადლობა ყველას ამდენი სიკეთისთვის  ქალაქში ერთი მანქანით მოძრაობის უფლება მოგვცეს და ისევ მანქანით გავაგრძელებთ საჭმელის დარიგებას  თქვენი დამსახურებაა და მადლობა ამ ყველაფრისთვის რის გაკეთების საშუალებასაც მაძლევთ  პირველ მისამართზე ვიყავით ამწამს  მძიმე დროა, ერთი მტერი გვყავს ყველას და ერთად უნდა მოვერიოთ. გაუფრთხილდით თავებს და ერთმანეთს რამდენადაც შესაძლებელია ❤”-წერს აკა სინჯიკაშვილი.

ცნობისთვის, ახალი რეგულაციის შემოღების შემდეგ, მსუბუქი ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვამ ქველმოქმედებს პრობლემები შეუქმნა. მათ მისამართებზე პროდუქტი ხელით მიჰქონდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები