მომღერალი ნინი ქარსელაძე „ინსტაგრამ-სთორის“ მეშვეობით პოსტს გვიზიარებს, სადაც ონკოპაციენტებზე და იმ რთულ გზაზე წერს, რომელსაც ეს ადამიანები გადიან.
ნინი ქარსელაძე ყველა ონკოპაციენტს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ქვეყანაში, სადაც 383 566 ადამიანი ებრძვის სიმსივნეს – კიბოს. ქვეყანაში, სადაც ბოლო 4 წელში 78%-ით არის გაზრდილი დაავადებული ადამიანების რიცხვი „ავადმყოფები არიან, მანიაკები, უჯიშოები და უსულოები“ – როგორ ბედავთ ამ სიტყვების წარმოთქმას? ვინ მოგცათ ამის თქმის უფლება?!
თქვენ ყველა ონკო პაციენტს მიაყენეთ შეურაცხყოფა!!! ყველას!!!!!! არ გაგივლიათ ეს გზა, არ იცით რას ნიშნავს ებრძოლო სიკვდილს!!! არ იცი ყოველი წამის და წუთის ფასი, მაშინ როდესაც შენს თვალწინ საყვარელი ადამიანები მარცხდებიან!!!
ყოველი დილა, რომ საჩუქარია და მხოლოდ ამას ნატრობ ასე გაგრძელდეს კიდევ ბევრი წელი არავის ვუსურვებ ამ გზას!!! მაგრამ თქვენი უჯიშობა ყველა ზღვარს გასცდა!!!! ღმერთო გთხოვ, ყველა ონკო პაციენტი გამოაჯანმრთელე!“, – წერს ნინი ქარსელაძე.

ცნობისათვის, 3 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შენობა დატოვეს, ადგილზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მმართველი გუნდის წევრების მისამართით სხვადასხვა შეძახილები გააკეთეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ეხმაურება ერთ-ერთ კომენტარს, რომელიც ბექა ოდიშარიას მისამართით გაკეთდა და შინაარსი შემდეგი იყო: „კიბო გაქვს მაინც მოკვდებიო…“.
ნინო წილოსანი წერს, რომ „ოჯახი არ ეგულება, ეს საშინელი სენი მცირედით მაინც რომ არ შეხებია და ბოროტებაა, ყველა ამ ადამიანს სულში ჩააფურთხო, მათ ტკივილს მარილი დააყარო და მათაც ვინც ამ ბრძოლას ახლა გადის, გამოჯანმრთელების იმედი გადაუწურო“.