LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ახალ მომსახურებებს დააფინანსებს ჯანდაცვა – მინისტრი განმარტავს

81
BeFunky-collage (5)

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვას ახალი მომსახურებები დაემატება. როგორც ზურაბ აზარაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველ არხზე სტუმრობისას განაცხადა, საყოველთაო ჯანდაცვას იმ სერვისების დაფინანსება დაემატება, რომლებზეც, ბოლო წლებში, რეფერალის პროგრამაში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო.

კერძოდ, ამ პროგრამით დაფინანსდება ზრდასრულთა და ბავშვთა რეაბილიტაცია, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, სიმსივნის დიაგნოსტირების, თუ მკურნალობის ის სერვისები, რომლებსაც აქამდე რეფერალის პროგრამა ფარავდა, ან სამინისტრო საერთოდ არ აფინანსებდა.

„რეფერალის პროგრამა გამონაკლის შემთხვევებს აფინანსებს და მის მისაღებად სხვა პროცედურებია გასავლელი. შესაბამისად, წლების განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დამატებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბევრი სამედიცინო სერვისი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება. ასეთი მომსახურებები საკმაოდ ბევრია. ამიტომ, განვიხილავთ, დამატებით, რომელი მათგანი უნდა შევიდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g