LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გაკეთდა და რა გაკეთდება – გომელაურის ანგარიში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე

154
Untitled design

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფარგლებში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ.

ვახტანგ გომელაურმა უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო სამომავლოდ გეგმავს.

მკვლელობა, ყაჩაღობა და ქურდობა – გომელაურის თქმით, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია

შს მინისტრის თქმით, 2022 წელს:

◾  დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი, სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები;

◾  საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, გამკაცრდა ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით რეგულაციები;

◾  საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რვა ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა;

◾  აქტიური ღონისძიებები ჩატარდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით;

◾  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, გადამუშავდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი;

◾  გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი;

◾  შსს-ს სისტემაში გარემონტდა და კეთილმოეწყო 97 შენობა, ასევე მნიშვნელოვნად განახლდა ავტოპარკი.

“სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა” – გომელაურის თქმით, თბილისში “პოლიციის ქალაქი” აშენდება

მისივე თქმით, გასული წლის სტატისტიკით:

◾  2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება;

◾  პოლიციამ 202 ნარკორეალიზატორი დააკავა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ციფრია;

◾  2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა;

◾  394 ფაქტით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რა დროსაც დაფიქსირდა სხეულის დაზიანება;

ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და აღნიშნა, რომ ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, შსს მათთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად განაგრძობს.

◾  ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მუდმივ რეჟიმში ტარდება სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, ხორციელდება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა.

◾  მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება.

მინისტრის თქმითვე, მიმდინარე წელს შინაგან სამინისტრო შემდეგ პროექტების განხორციელებას გეგმავს:

◾ 2023 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლებისა და გადაიარაღების პროცესი გაგრძელდება:

საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხუთ ერთეულ სახანძრო მანქანას მიიღებს.

◾  შსს შეიძენს მრავალფუნქციურ შვეულმფრენებს, რომლებიც საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებას შეძლებს;

◾  თბილისში აშენდება „პოლიციის ქალაქი“ და ათასამდე პოლიციელი მიიღებს ბინას:

„ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება“, – აღნიშნა შს მინისტრმა ანგარიშის წარდგენის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები