ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვარსკვლავი, კიანუ რივზი და მისი რჩეული, ალექსანდრა გრანტი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. წყვილი ფილმ „ბალერინას“ პრემიერას დაესწრო, რომელიც „ჯონ უიკის“ ფრანჩაიზის ახალი ნაწილია და რომელშიც კიანუს პარტნიორობას ანა დე არმასი უწევს.
წითელ ხალიჩაზე 52 წლის ალექსანდრა წითელ კაბაში იყო გამოწყობილი და განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩეოდა. ის და კიანუ ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ.
ერთ-ერთ მომენტში კიანუმ პარტნიორს ქათინაურიც უთხრა და აღნიშნა, რომ ის საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა.
მახვილ თვალს არ გამოჰპარვია ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედიც, რომელიც გრანტის მარცხენა ხელს ამშვენებდა.
აღნიშნული ბეჭდით ის პირველად ორი თვის წინ დააფიქსირეს. ასე რომ სულ მალე, შესაძლოა კიანუ და ალექსანდრა დაქორწინდნენ.
ვემზადებით ქორწილისთვის – დამშვენებული საპატარძლო ჭრელ კაბაში და გაბედნიერებული კიანუ რივზი
ვნებიანი მზერა, კოცნა და ნიშნობის ბეჭედი – კიანუ რივზი ალექსანდრა გრანტთან უბედნიერესია
კიანუ რივზმა გაგვიმხილა ალექსანდრა გრანტთან იდეალური ურთიერთობის საიდუმლ







