LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მისწერა პოლონეთში მოკლულმა გოგომ ადვოკატს მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე – „სწორედ ამიტომ გვაქვს პოლონეთის პოლიციასთან პრეტენზია“

354
როზეტა

„საფარის“ ადვოკატმა, თამარ ლუკავამ,  პოლონეთში მოკლული ქალის – 26 წლის როზეტა ყალიჩავას შესახებ ისაუბრა.

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

იურისტმა გაიხსენა ქალთან მიმოწერა, რომელიც მოძალადე ქმრისგან თავის დასაცავად, საქართველოში, უცხო ადამიანს სთხოვდა დახმარებას.

თამარ ლუკავა აღნიშნავს, პოლონეთის პოლიცია ოჯახური ძალადობის შესახებ შესულ შეტყობინებებზე შესაბამისად არ რეაგირებდა.

დილიდან ყველა ვტირით… დავაყენებთ პოლონეთის პასუხისმგებლობის საკითხს სტრასბურგში, აქედანაც მოვახერხებთ მაგას, მაგრამ იმ გოგოს რა გააცოცხლებს? – რას წერს ბაია პატარაია პოლონეთში მოკლულ ქართველზე

„ამ ქალს პირადად არ ვიცნობდი, თავად მომწერა Facebook-ზე. მიმოწერაში ამბობდა, რომ 7 წელია, თანაცხოვრებაშია მეუღლესთან, რომლისგანაც ძალადობის მსხვერპლი როგორც ფსიქოლოგიურდ, ისე – ფიზიკურად.

ასევე, მიმოწერაში ახსენებდა, რომ ბოლო წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად პოლონეთში, შვილებთან ერთად გადავიდა, ძალადობის ფაქტები გახშირდა და უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო.

მან ასევე ახსენა, რომ პოლიცია არაერთხელ იყო გამოძახებული მეზობლების მიერ, თუმცა პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდებას ვერ ახერხებდა, რადგან ქართულის გარდა, სხვა ენა არ იცოდა.

ასევე, ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ყოველთვის ხვდებოდა მეუღლე, რომელიც ეუბნებოდა, რომ ძალადობის არანაირ ფაქტს არ ჰქონია ადგილი და რომ ბავშვები ხმაურობდნენ. ეს ჩემთვის საგანგაშო სიგნალი იყო, რადგან მივხვდი, რომ პოლიცია შესაბამისად არ რეაგირებდა. როდესაც პოლიციას შესდის შეტყობინება ოჯახში ძალადობის შესახებ, ადგილზე მისული, მეუღლეს ესაუბრება და არ ინტერესდება ქალთან გასაუბრებითა და მისი გამოკითხვით, ეს უკვე განგაშის სიგნალია და ნიშნავს, რომ სამართალდამცველი უწყება შესაბამისად არ რეაგირებს.

ჩვენ შევთანხმდით, რომ როგორც კი მზად იქნებოდა პოლიციაში განცხადების გასაკეთებლად, შემეხმიანებოდა და მე ვეცდებოდი საქართველოდან მის დახმარებას. ეს უპრეცედენტო საქმე იყო, რადგან საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა ჩართულობით, სხვა ქვეყნის სამართალდამცველ უწყებას შეატყობინეს ქალზე ძალადობის შესახებ და ასე გამომიძახეს პოლიცია. წინა შაბათს, ამ გოგონამ თავად მომწერა, დახმარება მთხოვა, მითხრა, რომ სახლში მარტო იყო, მოძალადე არ იყო ადგილზე და შეეძლო პოლიციასთან საუბარი.

რას ამბობენ პოლონეთში მოკლული ქართველი ქალის მამა და ძმა და რას აზიარებდა სიკვდილამდე როზეტა ყალიჩავა? – „რაც დავინახე შოკში ვიყავი, ყვირილით შევვარდი“

პოლიციის გამოძახება მთხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები სამჯერ იყვნენ გამოძახებულები, მაგრამ პირველი ორი შემთხვევა რეაგირების გარეშე დარჩა და მხოლოდ მესამე გამოძახების შემდეგ დააკავეს მოძალადე.

მესამე გამოძახების დროს, პოლიციის თანამშრომლები უკვე კონფლიქტურ სიტუაციას შეესწრნენ და ამიტომ დააკავეს, თუმცა, სავარაუდო დამნაშავე პირი დაკავებული მხოლოდ ერთი დღე იყო და შემდეგ გათავისუფლდა.

სწორედ ამიტომ, გვაქვს ჩვენ პრეტენზია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან – მათ ვერ შეაფასეს რისკები შესაბამისად და ვერ დაინახეს, რომ სიცოცხლის საფრთხე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოდან ვატყობინებდით, რომ ეს ქალი ძალიან მძიმე ძალადობის მსხვერპლი, იყო რისკები, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა და ეს პოლონურმა მხარემ არ გაითვალისწინა“, – აღნიშნა იურისტმა „იმედის დღესთან“ საუბრისას.

24 მაისს პოლონეთში საქართველოს მოქალაქე 26 წლის ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის დახმარებას ითხოვდა და ქმრის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.

„ამდენი წელია ვსაუბრობთ, ამდენი კანონი მივიღეთ, თუმცა ფემიციდს ვერ ვაკავებთ – ეს არის მზარდი დანაშაული, რომელიც ჯაჭვურ რეაქციას იწვევს“ – ქალთა უფლებადამცველები სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g