LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემას უქმნის ჯანმრთელობას სითხის არასწორად მიღება და რატომ არ შეიძლება ზაფხულში მაცივრის, ყინულიანი წყლის და ცივი სასმელების დალევა? – ენდოკრინოლოგი, თამარ ნემსაძე გვირჩევს

317
c36296cd-6efa-4c7f-80e5-16617b581b5a

რა პრობლემას უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას სითხის არასწორად მიღება და ცივი სასმელები? – ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში, „ოჯახის ექიმი“ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი, ენდოკრინოლოგი/ნუტრიციოლოგი – თამარ ნემსაძე ამბობს, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში მაცივრის წყლის დალევა, თერმულ შოკში აგდებს ჩვენს უჯრედებს.

ექიმის თქმით, ზაფხულში სასურველია ოთახის ტემპერატურის წყალი მივიღოთ.

„ზაფხულთან ასოცირებულია ნაყინი, ცივი სასმელები, რადგან ეს ყველაფერი გვაგრილებს თუმცა, არასწორად ვიქცევით.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ცენტრალური აზია, სადაც ჩაის მიირთმევენ. ზაფხულში ცხელი ჩაი ჩვენს ორგანიზმს ეხმარება სითბო გამოიმუშაოს და გამოუშვას, შესაბამისად ეფექტი ჩვენი გაგრილების უფრო ხანგრძლივია, რადგან ვიდრე ცივი წყალი, რომლითაც ხდება სპაზმი.

ცივი წყლის დალევისას წამიერად ვიგრძნობთ სიცივეს, თუმცა ხელს ვუშლით სითხის გამოყოფას კანიდან, აქედან გამომდინარე თერმორეგულაციის ცენტრი ამ შემთხვევაში უფრო მეტ სამუშაოს შეასრულებს…

რაც შეეხება მაცივრის წყალს, ცივი სასმელები იწვევენ სპაზმს და თერმულ შოკში აგდებენ ჩვენს უჯრედებს. ზაფხულში უნდა დალიოთ ოთახის ტემპერატურის წყალი, რომელიც ჩვენს თერმორეგულაციის ცენტრთან შეთავსებულად მოქმედებს.

რაც შეეხება ტკბილ, გაზიან სასმელებს და ყავას, კოფეინი მოქმედებს სისხლძარღვებზე და ვინაიდან ზაფხულში ჩვენი სისხლძარღვები ისედაც გაფართოებულია და წნევა დავარდნილია, კოფეინის მიღების დროს კი პირიქით სპაზმი იწყება, გვემართება გულის ფრიალი – ამიტომ კოფეინი, რომელიც დეჰიდრატირებას ხელს უწყობს უნდა შევამციროთ და დავლიოთ არაუმეტეს ერთი ჭიქისა დღეში.

გაზიანი და ტკბილი სასმელების, შედეგადაც კი უფრო გვწყურდება და დიდი რაოდენობის სითხის მიღებამ შეიძლება შეშუპება გამოიწვიოს.

ჩემი რეკომენდაციაა, მიიღეთ ოთახის ტემპერატურის წყალი“, – ამბობს თამარ ნემსაძე.

სწორი კვების მნიშვნელობა ზაფხულის სეზონზე

☀️ რატომ არის ზაფხულის სეზონზე სწორი კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? 🫗 რა პრობლემები შეიძლება შექმნას არასწორმა კვებამ და სითხის არასწორად მიღებამ? 👇 ენდოკრინოლოგი თამარ ნემსაძე "ოჯახის ექიმის" ეთერში

Posted by ოჯახის ექიმი • TV Pirveli on კვირა, 22 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g