LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემებია ტექინსპექტირების კუთხით საქართველოში და რატომ ვერ ხდება კანონის აღსრულება – დავით მესხიშვილის რეკომენდაციები

11
received_511879860598650(2)

ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული პრობლემები და ხარვეზები კანონის აღსრულების ნაწილში – რა შეხვედრები გამართა ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა, რა იყო მთავარი განსახილველი საკითხები და რა აქცენტები გაკეთდა საქართველოსთან დაკავშირებით – გადაცემა “კანონის ფარგლებში” სწორედ ამ თემებს დაეთმო. სტუმარია დავით მესხიშვილი, რომლის ინტერვიუს ვრცელ ვერსიას, შეგიძლიათ, ლინკზე მოუსმინოთ.

სად გაიმართა შეხვედრები და რა იყო მთავარი სადისკუსიო თემა, რა ინფორმაცია მიაწოდეთ უცხოელ კოლეგებს?

– ბრატისლავაში სერიოზული მნიშვნელობის შეხვედრები იყო, მე ამავდროულად ინსპექტირების ასოციაციას წარმოვადგენ , შეხვედრები იყო მაღალი რანგის პირებთან, საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA) აღმასრულებელ დირექტორთან, ისინი ინსპექტირების სფეროს წარმოადგენენ მსოფლიოში. ორი დღის განმავლობაში იმართებოდა შეხვედრები.

მნიშვნელოვანი იყო აქცენტები, რაც გაჟღერდა. მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი დიდი ყურადღების ცენტრში მოვექეცი, რუსეთის აგრესიის გამო. საქართველოს მიმართ ასეთი დოზით მხარდაჭერა არ მიგრძნია. ეს არის როგორც შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს ყურადღება გამოიყენოს, რომ რეფორმები სწრაფად გატარდეს. პირდაპირ მითხრეს, რომ რეალურად ევროდირექტივები უნდა დაინერგოს. რეფორმების გატარების გარეშე არავინ არსად არ მიგვიღებს, ორმაგი ტემპით უნდა იყოს და მხარდაჭერა ასეთი იქნება.

რა არის ის მთავარი საკითხები, რაც წამოჭერით , მე, რაც ვნახე ხაზგასმული იყო, რომ არაა საკმარისი მხოლოდ თანამედროვე აღჭურვა და კვალიფიციური პერსონალი?

– როცა 2017 წელს ქალაქის მთავრობამ გასცა დაპირება, რომ იწყებს რეფორმას, დაპირება ის იყო, რომ კანონის აღსრულება მოხდებოდა, მიმართვიანობა იქნებოდა ტექინსპექტირების ცენტრებში, რეალურად კი სახელმწიფო არ ასრულებს გაცემულ დაპირებებს, მათ შორის მთიანი რეგიონებისთვის მოძრავი ხაზები არაა უზრუნველყოფილი. ამ პრობლემების გადაჭრა , პრაქტიკულად არ ხდება. ინსპექტირების ცენტრების შემოსავლების კლება, 2019 წელთან შედარებით ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობამ იკლო 25%- ით, არადა ავტოპარკი გაიზარდა. ეს მიანიშნებს, რომ რეფორმა საფრთხის წინაშე დადგა. თუ მართლა გვინდა, რომ ეს რეფორმა გავატაროთ, რაც  ჰაერის, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან, გზებზე კანონის აღსრულების გარეშე არ გამოვა.

რატომ არის გზებზე კანონის აღსრულება პრობლემა?

– მიკროავტობუსებს და ავტობუსებს, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ, 85% არ მიდის ტექინსპექტირებაზე. მიზეზი, რის გამოც აღსრულების პრობლემები გვაქვს” ვიდეოკამერები შეფერხებით მოძრაობს, როცა ფიზიკურ პირებს აქვთ კამერის უფლების გამორთვის უფლება, ამას იყენებს, როგორც პოლიტიკურ იარაღსაც, ხან არჩევნებსაც უკავშირდება… კიდევ ერთი პრობლემა, მძიმე წელი იყო, პანდემიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ გზებზე ისეთი ინტენსივობა არ იყო, გზებზე დაშავებულების და მსხვერპლის რაოდენობა მაინც დიდი იყო. თუ მართლა გვინდა ევროკავშირი, უნდა გავაუმჯობესოთ ჰაერის ხარისხის, საგზაო მოძრაობის ხარისხიც …..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g